რუსეთის გავლენა და დამოუკიდებლობა


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

რუსეთის გავლენა

მეტეხის უბანი, ჩერნეცოვი, 1839.
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა, აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდან თბილისი კავკასიაში რუსეთის მეფინაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილის-ფოთის (1872), თბილის-ბათუმისა და თბილის-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა — „საქართველოს გაზეთი“, 1828-იდან — „თბილისის უწყებანი“ (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი.

დამოუკიდებლობა 1918—1921 [რედაქტირება]

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი იყო, რომელმაც 1918 წლის გაზაფხულზეამიერკავკასიის ფედერაცია დააარსა დედაქალაქით თბილისში. სწორედ აქ, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, გამოცხადდა სამი ამიერკავკასიის ქვეყნის — საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის — დამოუკიდებლობა 1918 წლის 26-28 მაისს. მას შემდეგ თბილისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისდედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა 1921 წლის 25 თებერვლამდე. 1918 და 1919 წელს ერთმანეთს ჩაენაცვლა აქ გერმანიისა და ბრიტანეთის სამხედრო შტატები.
ეროვნული მთავრობის ქვეშ თბილისი პირველი კავკასიური საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ — ოცნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი დარჩა იმპერიული რუსეთის მმართველობის პერიოდში. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების წითელი არმიის მე-11 ქვედანაყოფი თბილისში შემოიჭრა მის შემოგარენთან მწვავე ბრძოლების შემდეგ და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა.[4]

გასაბჭოება [რედაქტირება]

წითელი არმიის შემოსვლა თბილისში, 25 თებერვალი, 1921.
1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა დაამხეს და 1991 წლამდე თბილისი ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რომელიც მოიცავდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს), შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისდედაქალაქი იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქმა ინდუსტრიალიზაცია განიცადა და საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცენტრი გახდა. 1980 წელს ქალაქში საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი ჩატარდა.
თბილისი მოწმე გახდა მასიური ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების 1956 (ხრუშჩოვის ანტისტალინისტური პოლიტიკის გამო), 1978 და 1989 წლებში, რომლებიც პირველ და ბოლო შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლით ჩაახშო.

ასეთი მახსოვს თბილისი : [მოთხრობები]. - [1-ლი-მე-2 გამოც.]. - თბ. : ნაკადული, 1989. - 215გვ. ; 22სმ.. - 95კ., 20000ც.[MFN: 2717]
შინაარსი: ჰაერის ტაძარი; ასეთი მახსოვს თბილისი; ბიჭები; მე არ მიყვარდა ლიფტი; თოჯინა; ნიღბიანი ქალაქი; საქანელაზე; გამარჯობა; ნანა; ჩამოვედ; ვიოლინო; მოძალადე; მოუსვენარი კაცის ცხოვრების ქრონიკა
UDC: 821.353.1-32
F 64.016/3 - ხელუხლებელი ფონდი
K 205.552/3 - საერთო ფონდი
K 205.553/3 - საერთო ფონდი
K 205.554/3 - საერთო ფონდი
P 52/1989 - ხელუხლებელი ფონდი

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

No comments:

Post a Comment